ცაგერში უხვმა ნალექმა მეწყერსაშიში პროცესები გაააქტიურა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 10-მდე ოჯახი გარესამყაროს მეოთხე დღეა მოწყვეტილია.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, სტიქიის ზონაში, მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაში რჩება საგზაო ტექნიკა, რომელიც პერიოდულად ასუფთავებს გზის სავალ ნაწილს, ჩამოშლილი მიწის მასისგან. 

 

მათივე ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს ალტერნატიული გზის მშენბლობაზეც, რაც ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

 

"ცაგერის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა მეწყერსაშიში პროცესები გაააქტიურა, რის შედეგადაც ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური მაგისტრალი (ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაური) გადაკეტა.

 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ინტენსიურად ჩაერთო შესაბამისი ტექნიკა, რამაც სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვის დროულად აღმოფხვრა უზრუნველყო.

 

დღეს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა",- აღნიშნავენ უწყებაში.

წაკითხვა 375 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.