ცაგერში უხვმა ნალექმა მეწყერსაშიში პროცესები გაააქტიურა
ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 10-მდე ოჯახი გარესამყაროს მეოთხე დღეა მოწყვეტილია.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, სტიქიის ზონაში, მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაში რჩება საგზაო ტექნიკა, რომელიც პერიოდულად ასუფთავებს გზის სავალ ნაწილს, ჩამოშლილი მიწის მასისგან.
მათივე ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს ალტერნატიული გზის მშენბლობაზეც, რაც ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
"ცაგერის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა მეწყერსაშიში პროცესები გაააქტიურა, რის შედეგადაც ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური მაგისტრალი (ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაური) გადაკეტა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ინტენსიურად ჩაერთო შესაბამისი ტექნიკა, რამაც სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვის დროულად აღმოფხვრა უზრუნველყო.
დღეს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა",- აღნიშნავენ უწყებაში.
სიახლეები
- "ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე
- მდინარაძეს ვკითხე, ორგზის პრემიერ-მინისტრი" ამბობს, რომ პენსიონერი მამა აფინანსებს და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი, - ღარიბაშვილის ხსენების გამო დამატოვებინეს დარბაზი, მაგრამ მაინც ვახსენე" -თაკო ჩარკვიანი
- "მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას!" - მამუკა ხაზარაძე
- „საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
- საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება