ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა

ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა.

კოლეჯის გახსნის ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იყო სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრების დათვალიერება.

 

კოლეჯ „იბერიას“ პროფესიული სტუდენტები განახლებულ გარემოში გააგრძელებენ სწავლას. აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი დაეუფლება სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე.

 

,,კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტებით აშენებული პროფესიული კოლეჯი შეემატა ამ შემთხვევაში ქუთაისს და იმერეთს. ჩვენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვაშენებთ და რეაბილიტაციას ვუტარებთ პროფესიულ კოლეჯებს. აქედან, ნაწილი წელს და ნაწილი მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში. ჩვენს თანამოქალაქეებს ეძლევა საშუალება სხვადასხვა მიმართულებით მიიღონ უკვე პროფესიული განათლება, როგორც ქუთაისში ასევე, იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში,“ -  განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით პროფესიული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, გრძელდება მნიშვნელოვანი რეფორმები ამ სფეროში, რაც გულისხმობს კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება/რეაბილიტაციას, ახალი კოლეჯების მშენებლობას, მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადებას.

 

კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.

წაკითხვა 481 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.