ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო. პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარედ განახლდა გაზონები და დეკორატიული მცენარეები დაირგო.
გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.
„ჩვენ დავიწყეთ გამწვანების პროექტები ქალაქის სხვადასხვა უბანში. მისასალმებელია, რომ ასეთ პროექტებში ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდები - სტუდენტები, მოსწავლეები. ამჯერადაც, რუსთაველის ქუჩაზე ერთად დავრგეთ დეკორატიული მცენარეები და განვაახლეთ გაზონები,“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.
სიახლეები
- "მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი" - მიხეილ სააკაშვილი
- "დღეს შავ-ბნელი ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას" - სალომე ზურაბიშვილი
- "უმრავლესობის დეპუტატებს პირდაპირ გეუბნებით: არ მოგასვენებთ!" - მამუკა ხაზარაძე
- "მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები" - შსს
- “ხელისუფლების ქცევას რაციონალური ახსნა არა აქვს, ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული” - გიორგი გობრონიძე