ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის საკრებულოს სხდომას უმცირესობის არცერთი დეპუტატი არ დასწრებია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა.

 

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე უძღვებოდა. რამაზ ჩხიკვაძემ არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ქუთაისლებმა სწორი და ღირსეული არჩევანი გააკეთეს.

სხდომამ ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე ჩაიარა. როგორც უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, ,,ნაციონალური მოძრაობა'' დამარცხებას ვერ ეგუება და სწორედ ამის გამოა, რომ უმცირესობის დეპუტატები  სხდომას არ ესწრებიან. 

ბიუროს წევრებმა საკრებულოს რიგით მე-14 სხდომის პროექტი და პროექტით განსაზღვრული ორი საკითხი განიხილეს, კერძოდ:


        1.“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

  1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ელექტრონული აუქციონის წესით,(სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

განსახილველი საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

წაკითხვა 761 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 30 2018

სიახლეები