ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100-ზე მეტ სახლს სახურავი დაუზიანა და რამდენიმე ათეული ხე წააქცია

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბია შექმნილი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით ზარალს აღწერენ.

ამ დროის მონაცემებით ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100-მდე მეტ სახლს სახურავი დაუზიანა და რამდენიმე ათეული ხე წააქცია. ქუთაისის მერია უკვე 2 დღეა საგანგებო რეჟიმზე მუშაობს. ყველა მოქალაქეს ვისაც ძლიერმა ქარმა რაიმე სახის ზარალი მიაყენა ცხელი ხაზის საშუალებით ეკონტაქტება ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა სამსახურს, შესაბამისი რეაგირებისთვის. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა ასევე ის ადგილები სადაც ძლიერმა ქარმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა ადგილობრივებს და ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას.

,, 2 დღეა ვხვდები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ვითარება ნამდვილად რთულია ადგილზე. ძალიან ბევრი სახლის და კორპუსის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა. ქუთაისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზე მუშაობს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დარეკონ და ზარალის შესახებ შეგვატყობინონ. სპეციალური სამსახურები ადგილზე მუშაობენ რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ხეებისგან და თუნუქის ნარჩენებისგან ტერიტორიების დასუფთავება. კეთდება ყველაფერი იმისთვის რომ დროულად მოხდეს ზარალის აღწერა და შესაბამისი რეაგირება. საგანგებო შტაბი გვაქვს შექმნილი სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ჩვენთან ერთად დადიან დაზარალებულ მოსახლეობასთან და სიტუაციას ადგილზე ეცნობიან,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.

წაკითხვა 856 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 01 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.