ამ გვერდის ამობედვა

,,24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ყველა ფაქტზე დროულად მოხდეს რეაგირება''-გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მერმა ჭავჭავაძის N 49 კორპუსის მაცხოვრებლებს გადასახური მასალა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა.

 

ძლიერი ქარმა აღნიშნული კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა.

სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე ხვალიდან დაიწყება მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება, რათა დროულად გადაიხუროს ყველა დაზიანებული ბინა თუ კორპუსი და დამატებითი პრობლემები არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას. კორპუსების გადასახური მასალას და მის სამონტაჟო სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს. რაც შეეხება კერძო სახლებს, მესაკუთრეთა გადასახური მასალით უზრუნველყოფენ.

,,დღეს ჭავჭავაძის 49 ნომერში მოვიტანეთ გადასახური მასალის ნაწილი და ხვალიდან უკვე ყველა მასალა ადგილზე იქნება. დაიწყება გადასახური მასალების გადაცემა იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და სახლის სახურავის გარეშე დარჩნენ. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ რათა ყველა ფაქტზე დროულად მოხდეს რეაგირება და მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადასახური მასალა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

წაკითხვა 796 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 01 2018

სიახლეები