ამ გვერდის ამობედვა

FIRSTNEWS.GE-მ სააღდგომოდ საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა

დღეს, FirstNews.ge-მ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, ვისაც ძალიან სჭირდება სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდი ბევრისთვის, განსაკუთრებით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. შევეცადეთ სააღდგომოდ კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა ისინი. მათი გაბრწყინებული თვალებისთვის და იმ ემოციისთვის, რასაც ვიღებთ, ნამდვილად ღირს. მადლობა ჩვენთან ერთად იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გვიდგას და გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ სიკეთე.

 

აღნიშნულ ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღო საკონდიტრო საცხობმა - „თამარი“, რომელმაც ოჯახებს ტკბილეული და პასკა გაუგზავნა.

 

#სააღდგომოსაქველმოქმედოაქტივობა

#სიკეთეგადამდებია

 

179382877 4524659684228957 5925256310625408885 n

წაკითხვა 539 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 29 2021