ამ გვერდის ამობედვა

17 მაისიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი

2021 წლის 17 მაისიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

ეს სიახლე ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის და "თიბისის" თანამშრომლობის შედეგად ამოქმედდება.

 

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

 

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე ქალაქში მოქმედ „სპარის" და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

წაკითხვა 479 ჯერ