ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება

ქუთაისში დღეს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბულვარში კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ბავშთა შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ.

კონცერტს ცნობილი ჟურნალისტი და წამყვანი დათო ლიკლიკაძე წაიყვანს. კონცერტი  17.00 საათზე დაიწყება.

 

დღის განმავლობაში პატარებისათვის დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. გაბაშვილის პარკში ტრადიციულად საბავშვო ატრაქციონები უფასოდ მოემსახურებიან მსურველებს.

 

თოჯინების თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი „ქაღალდის ჩიტი", ცენტრალურ ბულვარში ნორჩ მხატვართა პლენერი მოეწყობა,  აქვე 14.00 საათზე  „ნიღბების თეატრი“ მხიარულ წარმოდგენას გამართავს.

 

194192947 3028333257401384 6166936501067159100 n

 

 

 

წაკითხვა 414 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2021