April 26, 2024

ქუთაისში, დაგროვებითი პენსიის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში, საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით, დაგროვებითი პენსიის თაობაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 
პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. 
 
შეხვედრის ორგანიზატორებმა საპენსიო რეფორმის მნიშვნელობასა და მის უპირატესობებზე ისაუბრეს. 
 
საპენსიო სააგენტოს დირექტორის - ლევან სურგულაძის თქმით, აღნიშნული  რეფორმა ადამიანების ღირსეულ სიბერესა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უზრუნველყოფს.
 
 
,,დაგროვებით საპენსიო რეფორმას ორი უმნიშვნელოვანესი ბენეფიტი აქვს: ერთი - დაგროვებითი პენსია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსეული სიბერე. ისეთი, როგორიც ევროპის ქვეყენებშია. იქ პენსიაში გასვლის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ იმოგზაურონ, საჩუქრები უყიდონ შვილიშვილებს. ყოველთვის მშურდა მათი. ამის საშუალება ჩვენს პენსიონერებს მომავალში მიეცემათ, მაგრამ აღნიშნულ რეფორმას ახლო მომავალშიც დიდი ბენეფიტი ექნება. წლების შემდეგ საპენსიო ფონდში რამდენიმე მილიარდი ლარის დანაზოგი იქნება, რომლის 80%-ზე შიდა საინვესტიციო ჯგუფი იმუშავებს. ეს ყველაფერი კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. ეს არის მთავარი ბენეფიტი, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხება’’ - განმარტა ლევან სურგულაძემ.
 
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2018 წლის 6 აგვისტოს შევიდა. აღნიშნული კანონი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 
 
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გამართავს. 
წაკითხვა 1057 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 04 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.