ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერიამ ,,თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა

ქუთაისის მერიამ ,,თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ,,ალმა რუს საქართველო" ხელშეკრულება დღეს შეუწყვიტა. 

 

ამის მიზეზი გაჭიანურებული სამუშაოები და არაჯეროვნად შესრულებული დავალება გახდა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

,,მათ არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად ხიდზე თეთრი ქვები შეეტანათ. ამის შესახებ არც ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ინფორმირებული, კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს’’-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხვა 1056 ჯერ

სიახლეები