ამ გვერდის ამობედვა

,,ქუთაისის მერიასა და ,,ალმა რუსს“ შორის ფარული გარიგებები მიმდინარეობდა''-გიგა შუშანია

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ერთ–ერთმა ლიდერმა - გიგა შუშანიამ, ქუთაისის მერიის მიერ, ,,თეთრი ხიდის’’ რესტავრაციაზე პასუხისმგებელ კომპანია ,,ალმა რუსთან’’ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, „მედიარუმში“ ბრიფინგი გამართა.

 

მისი თქმით, ქალაქის მერიასა და ,,ალმა რუსს“ შორის ფარული გარიგებები მიმდინარეობდა. როგორც გიგა შუშანიამ აღნიშნა, მერიის მიერ კომპანიასთვის გადახდილი თანხა, რომელიც 319 000 ლარს შეადგენს, ქალაქის ბიუჯეტისთვის დაკარგულია.

„ თუ რატომ გაწყვიტა ხელშეკრულება კომპანიასთან, ეს იყო საზოგადოების ზეწოლა, რომ ჩვენს მიერ, ჟურანლისტების და სხვადსხვა ჯგუფების მიერ, არ ატეხილიყო დიდი ამბავი. რადგან, თუკი თავიდანვე არასწორად აკეთებდნენ ამ ხიდს, მაშინ რატომ ურიცხავდნენ კომპანიას თანხას“,-განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ ,,ალმა რუსთან'' ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეწყვიტა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი სამუშაოების არაჯეროვანი და უხარისხო შესრულება გახდა.

წაკითხვა 827 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 06 2018

სიახლეები