April 18, 2024

"2019 წლის 1 თებერვლიდან ყველა მუნიციპალიტეტი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას დაიწყებს"

6 დეკემბერს, ქუთაისში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა"სპექტრმა" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, რეციკლირების სფეროში პროფესიული განათლების საკითხებზე კონფერენცია ჩაატარა.

 

კონფერენციის ძირითადი მომხსენებელი პროფესორი გინტარას დეფანას გახლდათ, რომელიც კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (ლიეტუვა) სპეციალურად ამ კონფერენციისათვის მოიწვიეს.

 

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის - ქეთავან ცხაკაიას თქმით, ნარჩენების მართვის სფერო მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. მნიშვნელოვანია არა მარტო ნარჩენების სეპარირება, არამედ მათი გადამუშავება.

 

,,2019 წლის 1 თებერვლიდან ყველა მუნიციპალიტეტი დაიწყებს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ეს ეხება პლასტმასს, ქაღალდს, მინას და ლითონს. გაიზრდება სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა და ბუნებრივია, დადგება საკითხი ამ ნარჩენების გადამუშავებისა.  იმისთვის, რომ ეს სფერო კიდევ უფრო განვითარდეს და უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიული კადრებით შევიმუშავეთ ტრენინგ-მოდულები, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს საშუალებას მისცემს აითვისონ ახალი სპეციალობები, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და დასაქმდნენ ამ სფეროში. ტრენინგ-კურსებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. 20-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა კურსები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, დიდი მიღწევაა’’-აღნიშნა ქეთევან ცხაკაიამ.

 

პროექტის პარტნიორებია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსადაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პლასტმასის ნაკეთობათა საწარმო,  შპს „უნადი“.

 

,,პლასტმასის ნაკეთობათა საწარმოს’’ დირექტორის - გიორგი ჩხიკვაძის თქმით, ჩატარებული ტრენინგ-კურსები ზუსტად ასახავს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

 

,,ჩვენთვის, მცირე საწარმოებისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიული კადრების მომზადება ნარჩენების გადამუშავების სფეროში, ეს დაგვეხმარება მივიღოთ პროფესიონალი კადრები საწარმოში,’’-აღნიშნა გიორგი ჩხიკვაძემ.

 

კონფერენცია, პროექტ - „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობების“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში.

წაკითხვა 1317 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 07 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.