ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, სავარაუდოდ, 50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

ქუ­თა­ის­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ჭა­ხ­ა­თას უბა­ნი) ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძემ მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც მრავ­ლა­დაა სტა­ლაქ­ტი­დე­ბი და სტა­ლაგ­მი­ტე­ბი.

 

 

6 დე­კემ­ბერს, მღვი­მე სპე­ლე­ო­ლო­გებ­მა, ვა­ლე­რი ბარ­ბა­ქა­ძემ და გიგო ონი­ან­მაც და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და მისი შეს­წავ­ლა და­ი­წყეს. მათი თქმით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, მღვი­მე უნი­კა­ლუ­რია.

"80 მეტ­რის სიგ­რძის ორი დარ­ბა­ზია. სამ­წუ­ხა­როდ აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ნაღ­ვენ­თი ფორ­მე­ბი, თუმ­ცა ვნა­ხეთ ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ფორ­მე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე არ გვი­ნა­ხავს", - განმარტავს ვა­ლე­რი ბარ­ბა­ქა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მღვი­მე შე­საძ­ლოა, ქვე­და ცარ­ცუ­ლი პე­რი­ო­დის იყო, 50 ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლი. სპე­ლე­ო­ლო­გებ­მა ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი მღვი­მის შეს­წავ­ლა დე­ტა­ლუ­რად და­ი­წყეს.

წლე­ბის წინ, ამ ად­გი­ლას ქვის კა­რი­ე­რი იყო. აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად დარ­ბა­ზე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და რეს­ტავ­რა­ცია სჭირ­დე­ბა.

ambebi.ge

წაკითხვა 875 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 07 2018