სენაკში თავდაცვის ძალების მარათონი გაიმართა

სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა.

გარბენი მრავალეროვნული სწავლების ნაწილია, რომელიც მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა. 

 

თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზიდან ქალაქ სენაკის ცენტრამდე გაირბინა. სწავლების ხელმძღვანელებმა ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ცენტრალურ პარკში მდებარე ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

წაკითხვა 307 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.