ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში იმერეთის ჟურნალისტებთან კლიმატის ცვლილების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს, ქუთაისში, ჩაის სახლფოე ფოეში“, იმერეთის მედიის წარმომადგენლებისთვის მორიგი შეხვედრა თემაზე - „კოვიდპანდემია და კლიმატის ცვლილება“ გაიმართა. პროექტს "კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში" FirstNews.ge საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები მხარდაჭერით  ახორციელებს.

ტრენინგზე განხილულ საკითხებზე FirstNews.ge-თან იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრის" ხელმძღვანელმა - ქეთევან ცხაკაიამ ისაუბრა.


,,დღეს ვისაუბრეთ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ კლიმატის ცვლილების საკითხზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის, რადგან საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვამ ქუთაისში ჰაერის დაბინძურების მხრივ გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ისევ გაიზარდა გარემოზე ზემოქმედება.

 

ნაგავსაყრელთან მიმართებაში გეტყვით, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული ნაგავსაყრელის შესანარჩუნებლად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილის მოწყობა, სადაც ნარჩენები განთავსდება. ნიკეას ნაგავსაყრელი ამორტიზებულია და თავისი რესურსი ამოწურა. ორი ადგილია ცნობილი, სადაც ნარჩენების ​ავტორიზებული სტანდარტებით დაცული საწარმო განთავსდება. ეს ნაგავსაყრელი სათბურის აირების ემისიის შემცირებას შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვა, იქ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომელიც შეამცირებს გარემოზე ზეგავლენას. მოსახლეობა ახლოს არის ამ ნაგავსაყრელთან და მიუხედავად იმისა რომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და დიდი ნაწილი დამცავი ფენითაა დაფარული, მაინც დიდი პრობლემები აქვს და სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი ნაგავსაყრელი,"- განაცხადა ქეთევან ცხაკაიამ.

 

11ქ227436570 1434288433620066 4595649491973913314 n

 

ჟურნალისტებთან შეხვედრასა და პროექტის მნიშვნელობაზე პროექტის კოორდინატორმა ივლიტა გოგუამ ისაუბრა:

 

"დღეს, იმერეთის ჟურნალისტებთან FirstNews.ge - ს პროექტის ფარგლებში მეორე შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მედიამ მიიღოს ახალი და სწორი ინფორმაცია და შემდეგ გაავრცელოს საზოგადოებაში. შეხვედრაზე საინტერესო შეკითხვები დაისვა მედიის მხრიდან და მათ მიიღეს სწორი ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენს და ზიანს აყენებს კოვიდპანდემია გარემოს და რა კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან,"- განაცხადა ივლიტა გოგუამ.

 

ტრენინგი ჩვენთან საუბარში ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ შეაფასა:

 

" საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" კარგ საქმეს აკეთებს, რადგან ქუთაისში ბევრი პროექტი დაფინანსდა, მათ შორის, Firstnews-ის პროექტი, რომელიც ჩვენი ჟურნალისტების განათლებას მოიცავს. ვისაუბრეთ რამდენად აისახა პანდემია კლიმატის ცვლილებაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყველაფერს ფართო საზოგადოებას ვუყვებით,"- განაცხადა დათო ლიკლიკაძემ.

 

111231373673 858339488414335 5947547502089429507 n

წაკითხვა 473 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2021