April 26, 2024

"დაისახა სამოქმედო გეგმა" - ქუთაისში, ნიკეას N21-ში სავალი გზის მოწესრიგების მიზნით შეხვედრა გაიმართა

დღეს, ქუთაისში, ნიკეას N21-ში, გზის საფარის მოწესრიგების მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ბოჭორიშვილი, ასევე, ის მეწარმეები, რომლებიც სარგებლობენ ამ გზით და დევნილი თემის წარმომადგენლები.

"დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ნიკეას N21-თან მისასვლელ გზას, რომლის ნახევარიც 2019 წელს დაიგო, ხოლო მეორე ნახევრის დასრულება ვერ მოხერხდა მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული კომპანიების გამო, რომლებიც გადაადგილდებიან მძიმე ტექნიკით. 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით გზა კერძო იყო და ვერ დახარჯავდა ბიუჯეტიდან თანხას. ხოლო წარმოებები უარს აცხადებდნენ დარჩენილი ნაწილის დაგებაზე რადგან მათი განცხადებით არ სჭირდებათ, არა აქვთ საშუალება და თანხა ისედაც შეაქვთ ბიუჯეტში.

 

დღეის მდგომარეობით მოლაპარაკება შედგა.საჯარო რეესტრის ახალი ამონაწერით, გზა არის მუნიციპალური და ადგილობრივი თვითმმართვერლობა მზადაა დააგოს, მოლაპარაკების თანახმად, რადგან მძიმე ტექნიკამ უნდა იმოძრაოს, შედგება პროექტი, რითაც განისაზღვრება იურიდიული ობიექტების წილი, რათა ბეტონის საფარი იყოს შესაბამისი სტანდარტის," - განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარაში პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჯეჯე

იამ.

 

1წწ230642606 369295208134190 7089823687856868310 n

 

აღნიშნული შეხვედრა ჩვენთან საუბარში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ აფხაზეთის რეგიონალურმა კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ შეაფასა:

 

"დღევანდელი შეხვედრა გაიმართა პროექტ "დევნილი თემი - ახალი ხედვა და რესურსის" ფარგლებში. ეს პროექტი, რომელსაც საქველომოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი ახორციელებს, დაფინანსებულია ევროპის ფონდის პროექტის მიერ და მიზნად ისახავს დევნილი თემის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, იმისთვის, რომ თემმა თავად შეძლოს საკუთარი პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომ ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ მედია ადვოკატირების საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10-მდე დევნილთა სათემო ორგანიზაციამ, სადაც რუსუდან ჯეჯიას პროექტმა გაიმარჯვა. ამ პროექტის მიზანი იყო ის, რომ დასახლებას მოუგვარდეს მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პრობლემა, რომელიც წლებია მათ აწუხებთ. მედია ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში თემმა შეძლო, რომ რიგი აქტივობები განეხორციელებინა. ჩაწერეს რამდენიმე ვიდეორეპორტაჟი,იყო სატელევიზიო გადაცემა, მუნიციპალიტეტს მიმართეს წერილობით და სთხოვეს, რომ ეს საკითხი ყოფილიყო მოგვარებული.

 

ამ საკითხს თავისი სპეციფიკა გააჩნია, ვინაიდან ეს დევნილთა დასახლება მდებარეობს სამეწარმეო ეზოში, რამდენიმე მსხვილი საწარმოს მიმდებარედ. ასე ვთქვათ, ისინიც იყენებენ ამ გზას და ეს ხელს უშლის იმას, რომ გზის რეაბილიტაცია დაიგეგმოს და გაკეთდეს იმგვარად, რომ მათი ინტერესებიც ყოფილიყო დაცული.

 

დღევანდელი შეხვედრა გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ბოჭორიშვილი, რომელიც წარმოადგენს ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულს. ასევე, ის მეწარმეები, რომლებიც სარგებლობენ ამ გზით და დევნილი თემის წარმომადგენელი. შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ მოხდება ერთობლივად, თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია. როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, იმისთვის, რომ გზა იყოს ხარისხიანი და მან გაუძლოს დატვირთვას, რადგან მეწარმეები დიდ სატვირთო მანქანებსაც იყენებენ, აუცილებელია გაიზარდოს გზის საფარის სისქე და აუცილებელი პარამეტრები, რომ მოხდეს ამ გზის მშენებლობა. ამისთვის კი საჭიროა გარკვეული თანხა, რომელზეც არის შეთავაზება, თანადაფინანსებითა და ურთიერთდახმარებით, მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მოხდეს ამ გზის იმგვარად მშენებლობა, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს.

 

დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მუნიციპალიტეტი გააკეთებს ხარჯთაღიცხვის დოკუმენტს, დაანგარიშებული იქნება თუ რა დაჯდება ამ გზის, იმ ფორმატით გაკეთება, რომ ყველა მხარისთვის იყოს მისაღები. შემდეგი შეხვედრისთვის უკვე განისაზღვრება თანადაფინანსების ზღვარი, თუ, რა დაფინანსებაზე წამოვა ადგილობრივი თვითმმართველობა და რა თანხას გაიღებენ მეწარმეები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დევნილი თემი, მათი მწირი შემოსავლების მიუხედავად, მზად არის ნომინალურად, მაგრამ, მაინც მონაწილეობა მიიღოს საკუთარი სახსრებით ამ გზის მშენებლობაში. რა თქმა უნდა, ისინი ფიზიკურადაც ჩართული იქნებიან ამ პროცესში. მომდევნო შეხვედრისთვის ველოდებით გადაწყვეტილებას, რომ გზის საფარი მოწყობილი იქნება ისე, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, - განმარტა ჩვენთან საუბარში მათე ჩაფიჩაძემ.

 

1გგ231057501 156235096581200 2988592602078351731 n

 

შეხვედრის დეტალებზე ასევე ისაუბრა ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატმა კახაბერ ბოჭორიშვილმა:

 

"ნიკეას 21-ში მცხოვრებ დევნილებს აქვთ მისასვლელი გზის პრობლემა. გზა, რომელიც რეგისტრირებული არ არის, არ ჯდება თვითმმართველობის ბალანსზე. თვითმმართველობას არ შეეძლო განეხორციელებინა თანხობრივი ხარჯვა და გაეკეთებინა მისასვლელი გზა. ახლა დარეგისტრირებულია უკვე და თვითმმართველობის ბალანსზე ზის. შეხვედრა გვქონდა რამდენიმე მეწარმესთან, გამოითქვა სურვილი, რომ მოწესრიგდეს გზა და ეს პრობლემა მათაც და დევნილებსაც მოეხსნათ," - განაცხადა  FirstNews.ge - თან კახაბერ ბოჭორიშვილმა.

 

შეთანხმებას ჩვენთან საუბარში გამოეხმაურა ერთ-ერთი მეწარმეც:

 

"დაისახა მომავალი შეხვედრის სამოქმედო გეგმა. ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით და უკვე საქმიანად გვექნება საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობა. ვფიქრობ, უნდა მოხდეს შეთანხმება და ძალიან კარგი საქმე გაკეთდება," - აღნიშნა "ჯითი დიზაინ მედალის" წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაკიძემ.

 

წაკითხვა 529 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 04 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.