ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩის # 86 ნომერში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 75 წლის მამაკაცი დაშავდა.

 

შემთხვევა დილით მოხდა. დაშავებული სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აფეთქებისას მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მან სიგარეტს მოუკიდა, რამაც გაზის აფეთქება გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წაკითხვა 923 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2018

სიახლეები