იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა

იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო და მოქალქეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.

 

საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 1 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

 

უახლოეს დღეებში, რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.

 

,,იმერეთში ფაქტიურად 100 ათასამდე ავედით ჯამში აცრილთა რაოდენობით.ეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც ქუთაისში გაიხსნა, მოგვცემს საშუალებას,დაახლოებით 1500-მდე ავცრათ დღეში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აცრილების რაოდენობას. ასევე ხვალ ვგეგმავთ მსგავსი სივრცის გახსნას ზესტაფონში.

 

ეპიდ-ვითარება იმერეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ძალიან რთულია. ყველა ძალებით ვცდილობთ ვაკონტროლოთ სიტუაცია და ჯერჯერობით არ გვაქვს საველე ჰოსპიტალის მოწყობის საჭიროება, თუმცა მზაობა ამის გვაქვს, გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით გაწეული გვაქვს, რომ მაშინვე გავაკეთოთ და ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნას არანაირი პრობლემა," -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

წაკითხვა 382 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 23 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.