April 25, 2024

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ,,წითელი ჯვრის’’ საერთაშორისო კომიტეტმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

 

პრეზენტაციაზე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წითელი ჯვრის საქმიანობაზე საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაია ქარდავას თქმით, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, რადგან სწორედ ჟურნალისტები არიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

,,წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წელიწადში ერთხელ ხვდება მედიის წარმომადგენლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები იყვნენ ინფორმირებულნი ჩვენი საქმიანობის შესახებ. დღეს 2018 წელს განხორციელებული პროგრამების შესახებ ვისაუბრეთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთ-ერთ ჩვენს მიმართულებაზე: უზრუნველყოთ გაუჩინარებული ადამიანების მოძიება. მოვუწოდებთ ჟურნალისტებს მოგვაწოდონ ინფორმაცია კონფლიქტების დროს უგზოუკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, რათა ვიპოვოთ ისინი’’-აღნიშნა მაია ქარდავამ.

ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს გაუჩინარებული ადამიანების შესახებ არსებული სტატისტიკაც გააცნო:

,,2400 ადამიანი ითვლება დაკარგულად. 2010 წლიდან დავიწყეთ მუშაობა. 2013 დან 2018 წლამდე 500-მდე ადამიანი მოვიძიეთ. აქედან 159 ნეშტი ამოცნობილია და გადაეცათ ოჯახებს, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება. რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, 500-მდე ოჯახია, რომელსაც ოჯახის წევრი ჰყავს დაკარგული. ჯერჯერობით ამოცნობილთა შორის 20-მდე ნეშტი იყო. ამოცნობის პროცესი ხანგრძლივია მოთმინებისკენ მინდა მოვუწოო ამ ოჯახებს’’-განმარტა მაია ქარდავამ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) — ნობელის პრემიის სამგზის ლაურეატი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც 1863 წელს, ჟენევაში დაფუძნდა. მოქმედებს მთელ მსოფლიოში, ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა კონფლიქტებით დაზარალებულთა სიცოცხლის დაცვას. 

წაკითხვა 1055 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.