ამ გვერდის ამობედვა

ყველაფერს ვაკეთებთ კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად - პრემიერი

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიატრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.

 

"ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

 

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

 

ამ პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე.

 

შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.

 

არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!", - აღნიშნავს პრემიერი.

წაკითხვა 311 ჯერ

სიახლეები