ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარების ოჯახის წევრები კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარების ოჯახის წევრები დაწესებულებაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.

 

ციხესთან პატიმრების ოჯახის წევრები და ინტერესების დამცველები შეიკრიბნენ. მათი თქმით დაწესებულებაში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება და არ აქვთ ინფორმაცია,რეალურად რა ხდება შიგნით.

 
ადგილზე იმყოფებოდა ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გოგი წულაია. როგორც მან განაცხადა, აუცილებელია უდო დაუყოვნებლივ შეეხოს იმ პატიმრებს, რომელთა გარეთ ყოფნაც საზოგადოებისთვის საფრხეს არ წარმოადგენს.
წაკითხვა 394 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 30 2021

სიახლეები