ამ გვერდის ამობედვა

2022 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირება დაიწყო

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირება დაიწყო!

 პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და თქვენი იდეების დარეგისტრირება უკვე შეგიძლიათ ვებ-პლატფორმაზე ideakutaisi.ge (იხილეთ ლინკი: https://bit.ly/3Eg6sv4)

 

მონაწილეობითი ბიუჯეტირება საშუალებას აძლევს  ქუთაისის მოქალაქეებს წარმადგინონ ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი იდეები. ინიცირებული იდეები უნდა განეკუთვნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. მოქალაქეთა მიერ ინიცირებული იდეები უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს:

 

ინფრასტრუქტურის განვითარება;

სოციალური სფერო;

განათლება;

ახალგაზრდული საქმეები;

სპორტი;

შშმ პირების საჭიროებები;

ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სხვა საკითხები.

 

იდეების რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან 15 ოქტომბრამდე !

 

შენი იდეა შენი ქალაქისთვის!

წაკითხვა 365 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 24 2021