ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე, გზის საფარის დაგება დაიწყო

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე, გზის საფარი დაიგება.
 
სამუშაოები ადგილზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. დუმბაძის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობდა საფეხმავლო ბილიკებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა სამუშაოები და შესაბამისად ადგილზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
 
გზის რეაბილიტაციას კომპანია ,,დაგი+" ახორციელებს.
 
 
,,დუმბაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობდა წყალგაყვანილობის სამუშაოები. გამოიცვალა ძველი წყლის მილები. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები. დაიწყო ასფალტის საფარის დაგება, რომელიც მალევე დასრულდება და გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
წაკითხვა 830 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 18 2018

სიახლეები