ამ გვერდის ამობედვა

სოხუმის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოების დაზიანებისა და მოპარვის ფაქტები დააფიქსირა

სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოების დაზიანების და მოპარვის ფაქტები დაფიქსირდა.

 

ამავე ცნობით, წაღებულია პროჟექტორები.

„მივმართავთ მშობლებს, რომ თვალი ადევნონ ბავშვებს და უფლება არ მისცენ, დააზიანონ ნაძვის ხის მოსართავები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფოტო ზონებს და მოარიდეთ ბავშვები იქ გაყვანილ ელექტრომავთულებს. გადაიღეთ ფოტოები ფიგურების 
ფონზე, მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.


წაკითხვა 842 ჯერ

სიახლეები