გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

,,ნაციონალური მოძრაობა'' ქუთაისის მერიას კომპანია "სანოსთან" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. 
 
როგორც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - გიგა შუშანია განმარტავს, ქუთაისის მერიას შპს "სანოსათვის", რომელმაც სოციალური საცხოვრისი ააშენა, 528 000 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიას თანხა არ გადაურიცხა. შპს ,,სანომ’’ მერიას სასამართლოში უჩივლა. 
 
გიგა შუშანიას თქმით,   ბიუჯეტში ამ თანხის ისევ დაბრუნებით,  მერია ადასტურებს, რომ კომპანიასთან გარიგებაში შევიდა. 
 
,,კომპანიისათვის შესრულებული სამუშაოების გამო გადასარიცხად დარჩენილი იყო 528 000 ლარი. წლის ბოლო ცვლილებებით, მერიამ ეს თანხა ბიუჯეტიდან ამოიღო იქედან გამომდინარე, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასამართლოს მეშვეობით დავას აპირებდა. თუმცა, 2019 წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა ჩასმულია. ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას და ამაში არა მხოლოდ ქუთაისის მერი, არამედ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არიან ჩართული. გაუგებარია, რატომ უნდა ჩასვლა ბიუჯეტში 528 000 ლარი, თუ აპირებ სასამართლოთი დავას, სირცხვილია, რომ მერია ნაცვლად იმისა, რომ  უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასამართლოში დავობდეს, დამატებით აძლევს ფულს კომპანიას, რომელმაც ისეთი ხარვეზებით მოაწყო შენობა, რომ იქ ცხოვრება არის საშიში და სიცოცლხისთვის სახიფათო",-აღნიშნა გიგა შუშანიამ. 
წაკითხვა 872 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.