ამ გვერდის ამობედვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

სტუმრებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს კადეტებს და წარმატებული მომავალი უსურვეს.


ღონისძიება კადეტების ნახატების გამოფენით და საახალწლო კონცერტით დასრულდა.

წაკითხვა 294 ჯერ

სიახლეები