ამ გვერდის ამობედვა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.


კონკურსის მიზანია:


• ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში;
• მათი ინიციატივების მხარდაჭერა.


პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.

საკონკურსო პროექტების თემატიკა:


• საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
• ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
• ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
• ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
• ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება;
• საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება;
•ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების განვითარებასა და მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
• COVID-19 წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები/აქტივობები.

 

განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვლის 18:00 სთ.


ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3AvvIMx

წაკითხვა 402 ჯერ

სიახლეები