ამ გვერდის ამობედვა

იოსებ ხახალეიშვილი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე - მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
 
 
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის 6 სტუდენტს, უმაღლესი აკადემიური შედეგებით, მერია ყოველთვიურად სტიპენდიით აჯილდოებს.
 
 
მერიის სტიპენდიატების პროგრამაში სიახლეა- 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგების მიხედვით, მერის სტიპენდიანტების რაოდენობა გაიზრდება. თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიატებად წარდგენილი იქნება 2-2 სტუდენტი.
წაკითხვა 251 ჯერ

სიახლეები