ამ გვერდის ამობედვა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე ასწლოვანი ხეებია მოგლეჯილი.

სასტუმრო „თბილისთან" ხე ავტომობილს დაეცა. რუსთაველის ქუჩაზე ხის ტოტი მამაკაცს დაეცა, რომელმაც დაზიანება მიიღო.

 

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე შენობის სახურავი.

 

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები ოპერატიულად გადიან დაზიანებულ უბნებზე და წაქცეული ხეებისგან ათავისუფლებენ.


ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეკონ . ტელ.: 595 25 03 09.

წაკითხვა 274 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 23 2022