ამ გვერდის ამობედვა

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ქუთაისში საახალწლო ბაზრობას გამართავს

29 დეკემბერს, ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ (წერეთლის #4), გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ საახალწლო ბაზრობას გამართავს.

 

მკითხველს საშუალება ექნება 7 ახალ გამოცემას გაეცნოს. წარმოდგენლი იქნება ცნობილი სერიები : „უკვდავი ბიბლიოთეკა“, რომელიც კლასიკურ, აქამდე უთარგმნელ წიგნებს აერთიანებს. „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“, სადაც მკითხველი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის როგორც კლასიკად აღიარებულ, ისე უახლეს ნაწარმოებებს შეხვდება. სერია „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“, რომელიც აღმოსავლელ ავტორებსა და კულტურას აცნობს და ახალი სერია-„საკუთარი ოთახი“- აქ, ქალი ავტორების მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია თავმოყრილი.

სპეციალური შეთავაზებები იქნება როგორც ძველ, ისე ახალ გამოცემებზე. წიგნები 35-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ბაზრობა 11:00 სთ-ზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალი გამოცემების ჩამონათვალი ასეთია : „ოპერის მოჩვენება“ - გასტონ ლერუ, „დედის რძე“ -ნორა იკსტენა, „პორნოგრაფია“- ვიტოლდ გომბროვიჩი, „ქმრის საიდუმლო“- ლიან მორიარტი, „შენი ცხოვრების ამბები“ - ტედ ჩანი, „აჩრდილებით სავსე თავი“ - ქმრისპოლ ტრემბლეი, „ ნისლქმნილი : აღზევების წყარო“ - ბრენდონ სანდერსონი.

წაკითხვა 951 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2018

სიახლეები