ამ გვერდის ამობედვა

იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოქალაქე მოინახულა, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოქალაქე მოინახულა, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება აქვს. მას კლინიკაში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და პირველადი დახმარება.

 

ქალაქის მერი იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე ადგილზე, სადაც ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის დაზიანებები გამოიწვია.

 

გაწმენდითი სამუშაოები ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი . ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები ოპერატიულად გადიან დაზიანებულ უბნებზე და წაქცეული ხეებისგან ათავისუფლებენ.

წაკითხვა 295 ჯერ

სიახლეები