ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების უფროსები.


დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს შორის განხილული და დამტკიცებული იქნა „ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ საკრებულოს №162 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები.


ასევე დამტკიცდა „შპს „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ N8 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები.


საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს და შეაფასეს ქალაქ ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

წაკითხვა 302 ჯერ