ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა

დღეს, ქუთაისში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმა - ,,ღია სახლი" ლიტერატურულ კლუბ - ,,წიგნების თაობასთან" ერთად, საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა.


საქველმოქმედო ბაზრობის მიზანი იყო ის, რომ ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სენსორული ოთახით სარგებლობის სერვისი. პროექტის ბენეფიციარები არიან როგორც ,,ღია სახლი“-ს ბენეფიციარები, ასევე რეგიონში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე პირები, რომლებსაც სენსორული ინტეგრაციის სირთულე აქვთ.

 

საქველმოქმედო ღონისძიებაში ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ჩაერთო, რომელმაც გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრებიც წარადგინა.


საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობა ქუთაისში რეგისტრირებულმა საჯარო და კერძო სკოლებმა, ბაღებმა და სხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებმა მიიღეს.

წაკითხვა 788 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 29 2018