ამ გვერდის ამობედვა

გორში, სავარაუდოდ, გრიპით 39 წლის ქალი გარდაიცვალა

გორის რაიონში მცხოვრები 39 წლის ქალი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კლინიკა “გორმედში“ წუხელ გადაიყვანეს, გარდაიცვალა.

 

“გორმედის” სტაციონარში პაციენტი ძლიერი ცხელებით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„პაციენტი გადმოყვანილია ჰოსპიტალიდან, მას აღენიშნებოდა ძლიერი ცხელება და სუნთქვის უკმარისობა. დაუყოვნებლივ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მკურნალობა, თუმცა, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებს დავით ყაზაიშვილი.

წაკითხვა 716 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2019