ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-2 სხდომა გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-2 სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები.
საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, კენჭი უყარეს და თანხმობა მისცეს ქუთაისის მერიას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისში 2021 -2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალს დაამატოს 4 ობიექტი:
ირაკლი აბაშიძის გამზირზე ე.წ. „კიკვიძის სკვერის“ რეაბილიტაცია;
ჩეჩელაშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავალიანის ქუჩის #14-ში მდებარე შენობის მეორე სართულის და სახურავის რეაბილიტაცია;
#4 სამუსიკო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობა და შიდა სივრცის მოწყობა.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი