ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში პირველ იანვარს 8 ბავშვი დაიბადა

2019 წლის პირველი ქუთაისელი პირველ იანვარს 00.05 საათზე დაიბადა.

ახალშობილი თომა ჯალაღანიაა, რომელიც ქუთაისის #3 სამშობიარო სახლში დაიბადა. იმავე დღეს ქალაქის სხვადასხვა სამშობიაროში სულ 8 ბავშვი დაიბადა. ახალშობილი თომა ჯალაღანია და დედა ნათია ჯაბუა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა.



ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით ყველა ვინც პირველ იანვარს დაიბადა გარკვეულ თანხას მიიღებს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა თითოეულ მათგანზე თანაბრად გადანაწილდება.

წაკითხვა 716 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2019