ამ გვერდის ამობედვა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმები თავისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული. შემთხვევა „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.

 

ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

წაკითხვა 871 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 04 2019