ამ გვერდის ამობედვა

დღეს, ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

დღეს, ქუთაისში ქალაქის დღე – დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება.

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

 

„გვირილობაზე“ გაიმართება ყვავილების ფესტივალი – პირველი ღონისძიება პანდემიის შემდეგ. ღონისძიება ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება.

 

ქალაქის დღის აღნიშვნის ტრადიცია ქუთაისში მე-19 საუკუნიდან არსებობს და მას „გვირილობა" ეწოდება. ამ დღეს ქალაქის მცხოვრებნი ყიდდნენ ყვავილებს და ფულს ქველმოქმედებისთვის აგროვებდნენ.

წაკითხვა 292 ჯერ