ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და "თეთრი ქალაქი" გაიმართა

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და "თეთრი ქალაქი" გაიმართა. პრეზენტაციას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია, ისრაელის ელჩი, რან გიდორი და ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.


პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო თელავივის ურბანული მემკვიდრეობის მოძრავი გამოფენა, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ხელოვანის, მარკ პოლიაკოვის "თეთრი ქალაქის"ფოტო დღიურების მიხედვით არის შექმნილი.


2003 წელს UNESCO-მ თელავივის "თეთრი ქალაქი" მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.


პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და იგი ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 -ე წლისთავს მიეძღვნა.

 

280713200 425035959457039 2497086111682480061 n

წაკითხვა 268 ჯერ