ამ გვერდის ამობედვა

25-დან 27 მაისამდე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება 25-დან 27 მაისამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი სვლა-გეზით:


N1 L - ნაცვლად მანდარიას ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის გამზირი (ბალახვნის ცენტრი), ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (რუსთაველის ხიდისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ დადგენილი სვლა გეზით.


N 3 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - თამარ მეფის ქუჩის, ფანჯიკიძის ქუჩისა (კინო " საქართველო") და წერეთლის ქუჩის გავლით, დადგენილი სვლა გეზით.


N 4 - ნაცვლად თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - რუსთაველის გამზირი, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ დადგენილი სვლა გეზით.


N19 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ასათიანის ქუჩის, აღმაშენებლის გამზირის, შანიძის ქუჩის, სოლომონ პირველის, საფიჩხიის მოედნის მიმართულებით, ხოლო უკან დაბრუნდება სოლომონ პირველის ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის, წერეთლის ქუჩის, აღმაშენებლის გამზირის, ნინოშვილის სკვერის, აღმაშენებლის გამზირისა და შემდეგ ასათიანის ქუჩის მიმართულებით.


N20 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან) თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, დადგენილი სვლა გეზით.


N10 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს- რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან) , სულხან-საბას გამზირის მიმართულებით, დადგენილი სვლა გეზით.


N5 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩის გავლით.

წაკითხვა 216 ჯერ