ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი.
ფორუმი გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ქუთაისში. ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, პოტენციური დონორების მოზიდვა და იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ფორუმს დაესწრნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგააზრდები (სტუდენტები), დონორი ორგანიზაციების, თვითმმართველობების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ფორუმი შედგებოდა სამი პანელისაგან. პირველი პანელზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებები და გამოწვევები, და ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფცია. მეორე პანელი დაეთმო კომუნიკაციას პოტენციურ დონორებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის. ერთი მხრივ, დონორმა ორგანიზაციებმა ისაუბრეს მათი საგრანტო პროექტების შესახებ და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჰქონდათ შეკითხვების დასმისა და მათი ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა. მესამე პანელზე განიხილეს მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში.
ასევე ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენა იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით, სადაც მათ წარადგინეს თავიანთი მიმდინარე აქტივობები.
ფორუმს საერთო ჯამში დაესწრო 150-200 ადამიანი.
ფორუმი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი