ამ გვერდის ამობედვა

წყალტუბოში, USAID-ისა და იუნისეფის მიერ მხარდაჭერილი, მასშტაბური ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

წყალტუბოში, USAID-ისა და იუნისეფის მიერ მხარდაჭერილი, მასშტაბური ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე დაესწრნენ.

 

პროექტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. მოხალისეობრივი, საგანმანათლებლო პროექტი - ,,საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის’’ - საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მასში 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული. პროექტის მიზანია ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობა და მონაწილეობა, რათა ხელი შეუწყოს ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას.

წაკითხვა 286 ჯერ