ამ გვერდის ამობედვა

იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოელ პროფესორებს ვიქტორ ფიშერსა და ანდრეას დიტშეს უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი ნინო თვალთვაძე.


უცხოელი პროფესორები გერმანულ კომპანია „Cleenr”-ს წარმოადგენენ, რომელიც Smart –Eco City პორტფელის ჯგუფს გარკვეულ დახმარებას გაუწევს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარებაზე. თუ რა თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები გამოიყენება ამ მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც პორტფელის ფარგლებში მუშავდება.

 

293706797 576063634244748 3112307626934467936 n


ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში მიმდინარე პროექტი "ქუთაისი სმარტ-ეკო ქალაქი" გულისხმობს ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის და გამწვანების სექტორებში ინოვაციების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისს, რომ სმარტ გადაწყვეტილებებით და სისტემური მიდგომებით, გახდეს ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი ქალაქი.

წაკითხვა 239 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 15 2022