ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა.


შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ათი რეგიონის 100-მდე, 2004-2005 წლებში დაბადებული მოკრივე მიიღებს. ტურნირში იასპარეზებენ სომხეთიდან და ესტონეთიდან ჩამოსული სპორტსმენები.


გახსნის ღონისძიებას, ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისი საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე დაესწრნენ.


ტურნირი ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით იმართება და 24 ივლისს დაიხურება.

წაკითხვა 298 ჯერ