ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანასთან კვირას აქცია იგეგმება

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანასთან კვირას, 24 ივლისს, 14:00 სააათზე აქცია იგეგმება.

"ვისთვისაც საკუთარი და შვილების ჯანმრთელობა სულერთი არ არის, გამოდით კვირას, 24 ივლისს, 14:00 საათზე- #მოგვეცითსუნთქვისუფლება მეტალურგიული ქარხნის შესახვევთან. (ავანგარდი/პასელოკის ბოლოს, ლიანდაგთან) ერთად ვაიძულოთ მახრჩობელა ქარხანას, დააყენონ ფილტრები და მოაწესრიგონ სავენტილაციო სისტემა!"-ნათქვამია ინფორმაციაში.

 

აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.

 

შეგახსენებთ, რომ ავანგარდი-პასელოკის გზაზე მოქმედი მეტალურგიული ქარხნის გამონაბოლქვის გამო მოსახლეობა პროტესტს დიდი ხანია გამოთქვამს.

წაკითხვა 371 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 22 2022