ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერი სოლომონ პავლიაშვილსა და ირაკლი გულედანს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორს ირაკლი გულედანს შეხვდნენ.


შეხვედრის მონაწილეები ლაბორატორიაში არსებულ და ახლად დანერგილ კვლევის მეთოდებს გაეცნენ. განიხილეს ლაბორატორიის სამომავლო გეგმები, ასევე, ქუთაისის ლაბორატორიის როლი იმერეთის რეგიონის განვითარებაში.


შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები.


ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა სანელებლების მწარმოებელი კომპანია „ფარკონი“ მოინახულეს.

წაკითხვა 294 ჯერ

სიახლეები