იოსებ ხახალეიშვილმა "საპატიო ქუთაისელებთან" ერთად, 100-მდე პირველკლასელს სასკოლო ჩანთები და ნივთები გადასცა
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, "საპატიო ქუთაისელებთან" ერთად, 100-მდე პირველკლასელს სასკოლო ჩანთები და ნივთები გადასცა საჩუქრად.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საჩუქრის მისაღებად მისულ ბავშვებს შორის ის უკრაინელი პატარებიც იყვნენ, რომელთა ოჯახებმა დროებით ქუთაისს შეაფარეს თავი.
ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ.
"ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა მოსწავლეს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.
დღეს, იმ პირველკლასებს, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, "საპატიო ქუთაისელებთან " ერთად, სასკოლო ნივთები და ჩანთები გადავეცით.
წელს ქუთაისის სკოლებში რამდენიმე პატარა უკრაინელიც ისწავლის და ისინიც დავასაჩუქრეთ. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი