სოციალურად დაუცველი ოჯახების 100-მდე მოსწავლეს სასკოლო ჩანთები და ნივთები გადაეცათ
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების 100-მდე მოსწავლეს სასკოლო ჩანთები და ნივთები გადაეცათ.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ, ქართულ-გერმანული ცენტრისა და "მეიჯერელ საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებს და საჩუქრები გადასცეს.
„სასკოლო ნივთების გადაცემა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, უკვე ტრადიციად იქცა და ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ათეულობით ბავშვი საჩუქრდება ჩანთებით და სხვა სასკოლო ინვენტარით. ამ საქმეში ადგილობრივ ხელისუფლებას ყოველთვის გვერდით გვიდგანან სხვადასხვა ორგანიზაციები. დღეს ქართულ-გერმანული ცენტრისა და „ მეიჯერელ საქართველოს“ ინიციატივით 40 ოჯახის 100 ბავშვი გავახარეთ სასკოლო საჩუქრით.
წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი